სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოს დედა მოუ...ნა სააკაშვილმა და არა პუტინმა" - ქეთა თოფურია მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს

ქეთა თოფურია ბოლო ორი დღის მანძილზე ქართველი გულშემატკივრების სამიზნე გახდა. საქმე ეხება ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მომღერალი მოუწოდებს რუს საზოგადოებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი უარყოფით კომენტარებს უწერს ქეთას ინსტაგრამზე.

რამდენიმე საათის წინ ქეთამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კომენტარებში იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც თავს ესხმიან მას:

"ხალხნო, "იმენა" ბრმა კლოუნები ხართ, დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ...ნა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკსგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო ვგულისხმობ? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ეხლავე გაგაგებინებთ., რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 წელი იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, "ბლიად" - წერს ქეთა.

პოსტს უამრავი კრიტიკა აქვს, ასევე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ქეთას, რომლებიც იცავენ მომღერალს და ცდილობენ სხვებს აუხსნან, თუ რა იყო არჩევნების სარეკლამო პოსტის მიზანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100