სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

iPhone+ ტელეკომპანია მაესტროსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩივის

iPhone+ ადანაშაულებს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მაესტროს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში რაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 ე მუხლის რამოდენიმე პუნქტით

კერძოდ 2013 წლის 9 მარტს, ტელეკომპანია მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით გავიდა iPhone+ ის წინააღდეგ სიუჟეტები, რასაც ტელევიზიების მხრიდან მიეცა სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაცია რაც ხელოვნურად იყო მიზანმიმართული, ტელეკომპანიებმა გააშუქეს ცალკეული რამოდენიმე პიროვნება და ამ რამოდენიმე პიროვნების გამოკითხვით ჩამოაყალიბეს ისეთი ინტერპრეტაცია თითქოსდა აღნიშნული პიროვნებები არიან დაზარალებულები iPhone+ ის მხრიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ასევე წარმოაჩინეს საკითხი იმდაგვარად თითქოსდა ნებისმიერი კლიენტი ვინც iPhone+ ში შეიძენდა პროდუქციას აუცილებლად გახდებოდა დაზარალებული , ასევე მათ ისაუბრეს iPhone+ ის პროდუქციაზე და წარმოაჩინეს ისე თითქოსდა კომაპნია iPhone+ ში იყიდება უხარისხო პროდუქცია და ეს ყველაფერი სრულიად უსაფუძვლოდ და გადაუმოწმებლად , აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა შეგნებულად არ გამოიკვლიეს ობიექტურად აღნიშნული საკითხები და დასკვნები თავად გამოიტანეს ორი თუ სამი უკმაყოფილო კლიენტის განცხადებებიდან და მათთვის საკმარისი აღმოჩნდა 3 კლიანტის განცხადება კომპანიაზე რომელსაც 850 000 მომხმარებელი ყავს

აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს iPhone+ ის დისკრედიტაციას და უხეშად არღვევს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის რამოდენიმე პუნქტს

აღნიშნული ტელევიზიების მხრიდან სრულიად არაკორექტულად და არაობიექტურად მოხდა ფაქტების დამახინჯება და გაშუქება, შეგნებულად iPhone+ ის დისკრედიტაციისათვის რის გამოც iPhone+ ითხოვს რეპუტაციის აღდგენას და აღნიშნული ქმედებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ასევე iPhone+ შეიტანს დამატებით სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურებისათვისაც , ანუ ერთდროულად ორ სარჩელს ორივე ტელეკომპანიის წინააღმდეგ

iPhone+ სასამართლოში წარადგენს ყოველთვიურ დეკლარაციებსაც რაც სასამართლოს დაეხმარება რეპუტაციის ხელოვნურად შელახვის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის სწორად გამოთვლაში, ასევე მოითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას და არაობიექტურობის აღიარებას აღნიშნული ტელევიზიების მხრიდან"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100