სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ქალების ტოპ-ათეულში პირველი ნანკა კალატოზიშვილია, ბოლო - ნანუკა გოგიჩაიშვილი

ინტერნეტ ორგანიზაცია- GFAV (georgian fashion and voting) "ქართველი ქალბატონების ტოპ-10"-ის გამოსავლენას გამოკითხვა ჩაატარა.

ინტერნეტ-პორტალ www.ateuli.com -ის ინფორმაციით, საპატიო ათეულში პირველ ადგილზე ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მოხვდა, რომელმაც ხმების 23 %-ი მიიღო.

რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზე კი შორენა ბეგაშვილია, ხმების 15 %-ით, მესამე ადგილზე "რუსთავი 2-"ის სახე გვანცა დარასელიაა, რომელმაც ხმების 11 %-ი მიიღო.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე ცნობილი ჯგუფის "ა სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია გავიდა, რომელმაც ხმების 6 %-ი მიიღო.

საპატიო ათეულში მეხუთე პოზიციაზე ტელეკომპანია "იმედის" სკანდალური წამყვანი თიკო სადუნიშვილია (5%), მეექვსე ადგილზე მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანია (4%), მეშვიდე პოზიციაზე კი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუაა. რეიტინგის მერვე ადგილზე მოდელი ქრისტინე ძიძიგური, ხოლო მეცხრე ადგილზე მომღეალი ნინი ბადურაშვილი მოხვდა, საპატიო ათეულის ბილო მეათე პოზიციაზე კი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100