პორტუგალიაში სამი ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს
პორტუგალიაში სამი ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
პორტუგალიური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ, გრანი პორუს რეგიონში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც, სადაც ისინი მაღალი უსაფრთხოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ. ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.
კომენტარი