სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი - The BODY SHOP და საერთაშორისო ოპტიკური ქსელი - Afflelou Paris შეუერთდნენ.

კომპანიები თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 2 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება.

თიბისიმ ფონდის ანგარიში ადგილობრივი გადარიცხვებისთვის შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.


გუნდის სახელით, პირველ
, 200 000 ლარის ოდენობის დონაცია, თიბისიგანახორციელა. ამ ეტაპზე, ფონდში 700 000 ლარზე მეტი ირიცხება. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.

ლარის ანგარიშის ნომერი:

#GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

#GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100