სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა

ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლაშა გუჯეჯიანი შეცვალა, რომელიც ამჯერად უკვე ეროვნულ გუნდს მოამზადებს.

ცირეკიძე სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში ჭაბუკთა ნაკრებს ავარჯიშებდა. ახალ თანამდებობაზე მუშაობის ოთხწლიან პერიოდში კი მისი მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრების წევრებისთვის სათანადო ცვლის მომზადება იქნება.

კარიერის განმავლობაში ცირეკიძემ ყველაზე დიდ წარმატებას 2008 წელს პეკინში მიაღწია, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, იქამდე ერთი წლით ადრე, 2007 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100