დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მგზავრობა დასაშვებია საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საშუალებით. ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.
სავალდებულოა ტრანსპორტის სალონის დეზინფექცია. კვლავ აკრძალული იქნება გათბობა - გაგრილების სისტემის ჩართვა. სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, რაც მანამდე აკრძალული იყო. თუმცა გადაადგილებაზე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება.
შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 24 თებერვალს განაცხადა.
კომენტარი