სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ...მიქაელი ძალიან თეთრია" - ხატია სიჭინავა სამშობიაროდან ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აი, რას წერს

"ყველას დიდი მადლობა ჩემგან და მიქაელისგან. მიყვარხართ ამდენი დადებითი ემოციისთვის და მინდა გისურვოთ ბევრი ბედნიერი წუთები.

ნანატრ პრინცთან მამიკოს არ უშვებენ კარანტინის გამო და ეს ისეთი სასაცილოა ონლაინ კონტაქტი შვილთან სამშობიაროში. მიქაელი როცა ვლაპარაკობ, დიდი ინტერესით მიყურებს, მგონი ხმაზე მცნობს, ძალიან თეთრია და ნუ რა თქმა უნდა ყვავი და ბახალას პოზიციიდან უსიმპატიურესი.

ზოგჯერ გოგოთი მივმართავ , რადგან ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ბიჭის დედობას. ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ.

აქვე უღრმესი მადლობა ბატონ ამირანს, ბატონ ზურას და მთელ მედპერსონალს ჯანმრთელობის სახლს ათი წელი ჩემი ატანისათვის და უბედნიერესი წუთების ჩუქებისათვის". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სამშობიაროდან, ახალშობილის ფოტოსთან ერთად ხატია სიჭინავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100