სპეცდანიშნულების პოლიციამ საქართველოში ოპოზიციის პროტესტი შეწყვიტა
"ნიუ იორკ ტაიმსი"
მოსკოვი – ოპოზიციური პროტესტი საქართველოს დედაქალაქში თბილისში ღამით სპეციალური დანიშნულების პოლიციამ ძალის გამოყენებით შეწყვიტა და გაფანტა დაახლოებით ათასამდე დემონსტრანტი. მათ ოკუპირებული ჰქონდათ ის ტრიბუნა, რომელზეც ხუთშაბათს მიხეილ სააკაშვილი სამხედრო პარადს იბარებდა.
იმ დროს, როდესაც ცრემლმდენი გაზის ბოლქვში შეკრებილი დემონსტრანტები იშლებოდნენ, სამმანქანიანი კორტეჟი, დარბევისგან გაცევისას დაეჯახა ორ ადამიანს და მოკლა ისინი – ერთი მათგანი პოლიციის ოფიცერი, ხოლო მეორე დემონსტრანტი იყო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანქანაში ისხდნენ საქართველოს ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი მცველები. ბურჯანაძემ მოგვიანებით უარყო მისი მონაწილეობა ამ ფაქტში.
დარბევისას რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, მაგრამ შოთა უტიაშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, მოგვიანებით უმეტესობა გაათავისუფლეს. დაახლოებით 90 კაცზე მეტი დაპატიმრებულია ორი თვით იმიტომ, რომ წინააღმდეგობას უწევდნენ დაკავებას და სხვა კანონდარღვევების გამო, განაცხადა მან. ჯერჯერობით პროტესტის ორგანიზატორები არ დაუპატიმრებიათ.
უტიაშვილის თქმით 37 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, აქედან 8 პოლიციელი იყო.
სააკაშვილმა, რომელმაც ხუთშაბათს საქართველოს დამოუკიდებლობის აღმნიშვნელ ღონისძიებებს უხელმძღვანელა, ივარაუდა, რომ ბოლოდროინდელი საპროტესტო ტალღის უკან რუსეთი იდგა. ორ მეზობელს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდათ და დაძაბულობა მათ შორის კვლავ მძაფრია.
„მე მინდა ყველამ გაგიგოს, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს პროვოკაციები, მზადდება, მე ვიმეორებ ამას, ქვეყნის გარეთ,“ განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში თბილისში.
ქართული საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უარყოფენ რუსეთის მონაწილეობას. მათ თავისი დემონსტრაციები ახლო აღმოსავლეთის სახალხო აჯანყებების მოდელის მიხედვით მოამზადეს და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი პრეზიდენტს, რომელიც კვლავინდებურად პოპულარულია, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და ოპონენტთა შევიწროვებაში სდებენ ბრალს. ხუთდღიანი, 24 საათიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ადგილი ჰქონდა რამდენიმე შეტაკებას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დევნილობაში ცხოვრობს, მხარდამჭერებს მოუწოდებდა ოთხშაბათს დიდი რაოდენობით გამოსულიყვნენ გარეთ იმისთვის, რასაც თავად „მრისხანების დღეს“ უწოდებდა. მაგრამ სამშაბათს, ნინო ბურჯანაძესთან გაიბუტა და დემონსტრაცია გააუქმა. მიუხედავად ამისა, 3,000-მდე ადამიანი მაინც გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ოთხშაბათს საღამოს წამოსულმა წვიმამ, ბევრი მათგანი სახლში შეაბრუნა.
დემონსტრანტებმა გადაკეტეს თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის პროსპექტი, მაგრამ მათთვის, ვინც მიტინგის ჩატარების ვადის ამოწურვის შემდეგ, ნაშუაღამევს ქუჩაში რჩებოდა, პოლიციის ქმედებანი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
პოლიცილები შევარდნენ მასებში, ისროდნენ ცრემლმდენ გაზს, რეზინის ტყვიებს, უშვებდნენ წყლის ჭავლს და იჭერდნენ მათ, ვინც არ გარბოდა, ამბობენ თვითმხილველები. ორი ადგილობრივი ჟურნალისტი დაასისხლიანეს.
რამდენიმე დემონსტრანტის განცხადებით, როდესაც ისინი მიწაზე იწვნენ, მათ პოლიციელები სცემდნენ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ მას მერე, რაც დემონსტრანტები აგრესიულები გახდნენ და არად ჩააგდეს პოლიციი მოთხოვნა გადასულიყვნენ ქალაქის სხვა ადგილას, რათა ხუთშაბათს დანიშნული ღონისძიებისთვის ადგილი დაეთმოთ.
„დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი რკინის ტროსებითა და საბარგულებით გადაკეტეს,“ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. „ბევრ დემონსტრანტს ჰქონდა ხელკეტი და სახეზე ნიღაბი ეკეთა. ისინი ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ, მათ შორის გამვლელებთან და მედიის წარმომადგენლებთან“.
მზია ყუფუნია თბილისიდან და მაიკლ შვირცი მოსკოვიდან
კომენტარი