აჭარაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზს ჯანდაცვის უწყება განმარტავს
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ხუთი პაციენტიდან კი, ოთხი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში.
გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცს ანამნეზია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.
გარდაცვლილი 78 წლის ქალი, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება.
გარდაცვლილი 57 წლის კაცი ანამნეზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია.
გარდაცვლილი 73 წლის კაცი ანამნეზით კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.
გარდაცვლილი 68 წლის ქალი, დიაგნოზით კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებული 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 569 ადამიანი კი დაინფიცირდა.
კომენტარი