ქალი, რომელიც ცოლად საკუთარ მამას გაყვა
60 წლის ვალერი სპრულმა, რომელიც ოჰაიოს შტატში ცხოვრობს, მეორე ნახევრის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ გაიგო, რომ მისი სამი შვილის მამა, ამავდროულად ამ ბავშვების ბაბუაც იყო. სპრული საკუთარი ქმრის შვილი გახლდათ.
პერსი სპრული 1998 წელს გარდაიცვალა, 2004 წელს კი სასტიკი სიმართლე მისი მეუღლისთვის გახდა ცნობილი. ქალბატონს სიმართლე საკუთარმა ბიძამ უთხრა.
„მაშინ, როცა ეს ყოველივე გავიგე თავის მოკვლა მსურდა, ყველა და ყველაფერი მძულდა. დასარწმუნებლად „დნმ“-ის ანალიზი ჩავიტარე და ჩემი და ჩემი მეუღლის მამა-შვილური კავშირი დადასტურდა“, - აღნიშნავს სპრული.
ვალერის დედა და პერსი სპრული ერთმანეთს 15 წლის ასაკში შეხვდნენ. მათ ვალერის გარდა კიდევ რადმენიმე შვილი შეეძინათ, მაგრამ არასრულწლოვნების მშობლებმა ბავშვები გააშვილეს.
ვალერი მამამისსა და მომავალ მეუღლეს 26 წლის ასაკში შეხვდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და სამი შვილი და 8 შვილიშვილიც შეეძინათ. თუ რატომ მალავდნენ ვალერის ოჯახისწევრები სასტიკ სიმართლეს, უცნობია!
კომენტარი