უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 41 წლის გიორგი გრიგოლია აბაშის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლში იბრძოდა და ის სამხედრო ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა. თუ როდის უნდა მოხდეს გიორგი გრიგოლიას სამშობლოში გადმოსვენება ზუსტი ინფორმაცია ოჯახს არ აქვს. მათივე ინფორმაციით, გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ქართულ და უკრაინულ მხარესთან. მათივე ცნობით, გიორგი გრიგოლია 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა და ის რუსეთ-უკრაინის ომში პირველივე დღიდან ჩაერთო. ქართველ მებრძოლს უკრაინელი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარი