სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 მეტრით გადმოწიეს "საზღვარი" - სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებმა თხრილები გააკეთეს

საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციებს და მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს - ფორმიანებმა ამჯერად სოფელ ჯარიაშენში ნახევარი მეტრის სიღრმის თხრილები გააკეთეს. უკანონო სამუშაოები მათ სასაფლაოს ტერიტორიაზე განახორციელეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. "გუშინ მთელი დღე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და გადმოსწიეს 10 მეტრით "საზღვარი", ნახირს ვაძოვებდით, სასაფლაოს ადგილი იყო. შეღობეს ნახევრად, მავთულხლართები არ გააბეს, ხევი გააკეთეს და გააფრთხილეს ხალხი, აქეთ აღარ გადმოხვიდეთო", - ამბობს ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100