სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მესტიაშიც უნალექო დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +17 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გორში უნალექო დღე და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. იწვიმებს. გუდაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100