თონეში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა გურჯაანში?
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, თონეში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თონეში მუშაობდა და ის ადგილობრივმა უგონო მდგომარეობაში იპოვა.
ამ დროისათვის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი