"მე ჩემს გზას ვხედავ... ყველაფერი უკვე ნათელია" - ალა პუგაჩოვას გამოსამშვიდობებელი პოსტი
"მე ჩემს გზას ვხედავ... ყველაფერი უკვე ნათელია. მშვიდი და ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს, რაც მსურდა " - ალა პუგაჩოვას ეს პოსტი, ბევრმა გამოსამშვიდობებელ წერილად აღიქვა.
რუსულმა მედიამ ისიც კი თქვა, რომ პრიმადონა ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალურია და ეს მის ასაკსა და კარანტინის პერიოდს დააბრალა.
თუ გავითვალისწინებთ ალას ქრონიკულ დაავადებებს და იმას, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ გულზე სტენტირებაც გაიკეთა, არ არის გამორიცხული რომ პუგაჩოვა შეშინდა ბოლოდროინდელი ვითარებით და ალბათ ამას ემსახურებოდა მისი ბოლო პოსტიც.
ერთი კია, რომ მედიაში ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდა და ყველა დაინტერესებულია, თუ რა სჭირს რუსეთის მთავარ ვარსკვლავს.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი