ინგა გრიგოლია: "ნუ გიხარიათ რუსთავი 2-ის ამბავი, რადგან არავინ იცით, როდის დაგჭირდებათ თავისუფალი სივრცე თქვენი პრობლემების გასაშუქებლად"
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საკუთარ ,,ფეისბუქზე" ეხმაურება:,,ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ--ვისაც გიხარიათ,ნუ გიხარიათ ,,რუსთავი ორის,,ამბავი..რადგან არავინ იცით,როდის დაგჭირდებათ თავისუფალი სივრცე თქვენი პრობლემების გასაშუქებლად,არავინ იცის,როდის დაგჭირდებათ ბევრი თავისუფალი მიკროფონი თქვენი უფლებების გასაშუქებლად.. რაც უფრო მეტი თავისუფალი სიტყვა ისმის სხვადასხვა ეთერში,მით მეტად ძლიერია ხალხი,ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც,მით მეტად ძლიერია ხალხის ხმაც და ერთი ადამიანისაც..თავისუფალი მედია თქვენი გარანტირებული თავისუფლებაა,მეგობრებო!!!"- წერს გრიგოლია.
კომენტარი