სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული ვერა ფოფხაძის ძებნა განახლდა

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული ვერა ფოფხაძის ძებნა დღეს დილიდან განახლდა. იგი რესტორან „რიკოთის" თანამშრომელი იყო. ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაკარგულად მხოლოდ ის ითვლება.

რაც შეეხება დამეწყრილ გზებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან მეგზევეები, ასევე სპეცტექნიკა. შექმნილი ვითარების გამო მსუბუქი მანქანები კვლავ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზით სარგებლობენ. რიკოთის გვირაბით კი მხოლოდ მისაბმელიან ტრანსპორტს ატარებენ, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ვერა ფოფხაძის გარდა 5 ადამიანი დაიღუპა, რომელთა ცხედრებიც უკვე ნაპოვნია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100