ანატომიური სექსუალური შეუთავსებლობა
სექსუალური შეთავსება ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტია წყვილის ურთიერთობაში. ის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებზე. პირველი ორი ფაქტორის მოდიფიცირება შეიძლება, ხოლო ფიზიოლოგიურის შეცვლა ძალიან ძნელია – ანატომიური შენება და ტემპერამენტი.
ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა ძირითადად უკავშირდება ანატომიურ თავისებურებებს – პარტნიორების სასქესო ორგანოების ზომებში შეუსაბამობა. ეს ხდება, როცა ქალის საშო მოკლეა, მამაკაცს კი დიდი ზომის პენისი აქვს, ან პირიქით. დიაგამენორეის ეს ვარიანტი შეიძლება ზოგჯერ მოგვარდეს ოპტიმალური პოზების შერჩევით. თუ ეს ვერ ხერხდება, სამედიცინო ჩარევაა საჭირო.
მედიკოსებმა შეიმუშავეს სპეციალური მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც იზღუდება პენისის საშოში შესვლის სიღრმე. არსებობს აგრეთვე პენისის გადიდების ოპერაციული და არაოპერაციული მეთოდები. აგრეთვე შესაძლებელია საშოს სიღრმის შემცირება, თუ ღრმაა.
ასეთი პრობლემები საკმაოდ იშვიათია. ძირითადი პრობლემა მაინც ფსიქო-ფიზიოლოგიური შეუთავსებლობაა, როცა პარტნიორებს განსხვავებული ტემპერამეტი აქვთ. ადამიანები ტემპერამენტის მიხედვით იყოფიან სამ ჯფუფად: დაბალი, საშუალო და მაღალი ტემპერამენტის მქონენი. ადამიანების დიდი ნაწილი (80%) არის საშუალო ტემპერამენტიანი, დანარჩენი ორი 10-10%. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამა თუ იმ ტემპერამეტისადმი კუთვნილება შეიძლება განისაზღვროს ანტროპომეტრული პარამეტრებით.
ამისთვის საჭიროა გაიზომოს ფეხის სიგრძე ბარძაყის ძვლის ბორცვიდან ტერფამდე. შემდეგ სიმაღლე უნდა გაიყოს ამ მაჩვებელზე. მიიღებულ ინდექსს ტროხანტერული ანუ ბარძაყის ინდექსი ჰქვია. ყველა ტიპის ტემპერამენტისთვის ამ ინდექსს აქვს თავისი მნიშნელობა.
დაბალი ტემპერამენტი: კაცი – 1,85-1,91, ქალი – 1,88-1,96;
საშუალო ტემპერამენტი: მამაკაცი – 1,92-1,98, ქალი – 1,97-2,0;
მაღალი ტემპერამენტი: მამაკაცი – 1,99-2,0, ქალი 2,01-2,05.
იდეალურია ერთნაირი ტემპერამენტის მქონეთა კავშირი, მაგრამ საშუალო ტემპერამენტის ადამიანი კარგად ეწყობა, როგორც მაღალი, ასევე საშუალო ტემპერამენტის ადამიანს.
კომენტარი