სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოველები თვლიან, რომ МЧС – მა დედაქალაქისთვის ბრძოლა წააგო

„ამ ყველაფერში დამნაშავე გრომოვია! სწორედ გრომოვი და სხვა არავინ, რადგან ბუნებრივი ხანძრების შემთხვევებისთვის ერთ მოსკოველზე გამოყოფილი 100 რუბლიდან 99 მოპარულია. ისევ აივსება წელს მორგები გვამებით...“

„შოიგუმ წინა ხანძრების გამო ორდენი მიიღო, ახლა ალბათ, რუსეთის გმირის წოდებას მიანიჭებენ!“

„ეს რა არის? საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ხანძრებს აფიქსირებს და ითვლის? მე მეგონა, უნდა ჩაექროთ!..“

„მდაა... ფაქტია, რომ МЧС–მა დედაქალაქისთვის ბრძოლა წააგო...“

ასეთი კომენტარებითაა სავსე რუსული ინტერნეტ–სივრცე, სადაც დღეში რამდენჯერმე ქვეყნდება საგანგაშო ცნობები მოსკოვის შემოგარენში უკვე ამოქმედებული თუ მოსალოდნელი ხანძრის კერების შესახებ.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ მხოლოდ გასული დღე–ღამის განმავლობაში მოსკოვის შემოგარენში ბუნებრივი ხანძრის 16 ახალი კერა წარმოიქმნა. როგორც საგანგებო სიტუაციათა მთავარი სამმართველო იტყობინება, რეგისტრირებულია ტორფული ხანძრის შვიდი შემთხვევა, სადაც ცეცხლმა, საერთო ჯამში, 8,34 ჰექტარი მოიცვა. ტორფული ხანძრებია ლუხოვიცკის, ხოგინსკის, პავლოვო–პასადსკის, ორეხოვო–ზუევოს და შატურმის მუნიციპალიტურ რაიონებში. ასევე ბოლო ერთი დღე–ღამის განმავლობაში 9 ხანძრის კერა ტყეებშია გაჩენილი, 1, 69 ჰექტარ ფართობზე. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ ამ ეტაპზე მოსკოვს კვამლის ღრუბელი არ ემუქრება, თუმცა, მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს, სპეციალისტთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ შავი კვამლის მოსკოვში გავრცელების შესაძლებლობა წინა დღეებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100