დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
დათა ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Pardi di domani იყო წარდგენილი.
„მამა“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში თიბისი ბანკმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო. ფილმის პრემიერა 1 ივლისს კინოთეატრ „ამირანში“ შედგა.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
კომენტარი