სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ყიფიანი: მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა ის მაინც მონტაჟია

„მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, ის ჩანაწერებიც კი დამონტაჟებულია. “ - განაცხადა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანიმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ.

მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მას სთხოვა ერთობლივი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც უცხოეთში გაიგზავნებოდა.
„ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების და ის ხაზგასმით აღნიშნავდა რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ იგი მიყვება, რომ ის პრობლემები რომელიც მას წარმოექმნა და მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი, ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს იყო არ ვიცი, ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და მისი მხარდამჭერი ვყოფილიყავი ბოლომდე - მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა. ის მომელაპარაკა, რადგან პრობლემა იყო ჩვენ შორის. მისი პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ რომ მე გამუდმებით მოვთხოვდი და ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და მე მას ვახსენებდი რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხამრებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100