თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.
„არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
”მოვდიოდით ძალიან ნორმალურად, წესრიგიანად. ავარიის შემდეგ, როდესაც აზრზე მოვედი, მითხრეს, რომ მძოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რა მოხდა რელაურად არ ვიცით”, - განუცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ”რუსთავი2”-ს.
კომენტარი