შეხვედრა ადგილობრივ მხატვრებთან
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ადგილობრივ მხატვრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ხელოვანთა შემოქმედებითი გეგმების, არტ-პროექტების განხილვა და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს ადგილობრივ მხატვართა მთავარ გამოწვევებზე, აგრეთვე სამინისტროს იმ პროგრამებზე, რომლებიც მხატვართა პროფესიული ზრდისა და შემოქმედებით სიახლეთა გაზიარების მხარდაჭერისკენაა მიმართული. "ჩვენთვის პრიორიტეტულია რეგიონში მცხოვრები თითოეული მხატვრის მხარდაჭერა და ადგილობრივ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიზნით სამინისტრომ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში და კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო წლებშიც“- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
შეხვედრის ფარგლებში შედგა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის Street.Art.ge პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე გრაფიკოსებისათვის და ილუსტრატორებისათვის შეიქმნება მარტივი სივრცე, სადაც ისინი სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ ქალაქში გამოფენის მოწყობას, თავს გააცნობენ საზოგადოებას და მოახდენენ თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციასა და გაყიდვას პროექტის ფარგლებში შექმნილი „არტ - ბოქსების“, Web - გვერდის და სახელოსნო სტუდიის მეშვეობით.
კომენტარი