სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიიყვანენ

დედაქალაქის მერის დაკითხვაზე იძულებით მიყვანასთან დაკავსირებით, თბილისის საქალაქო ასამართლო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„2013 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა მოწმის სახით გიორგი (გიგი) უგულავას საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს დექტექტივების განყოფილებაში  იძულებით მოყვანის თაობაზე.

შუამდგომლობის თანახმად, გიორგი (გიგი) უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში. ორივე შემთხვევაში მოწმეს საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის  საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის დაბარებისას, გამოძიების მხრიდან არსებით საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია.  შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოწმის სახით დასაკითხი პირის - გიორგი (გიგი) უგულავას გამოძიების წარმოების ადგილას მოყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა.

სასამართლო განმარტავს, რომ  საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ. რედაქცია) კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების იძულებით მოყვანას, ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული.

სასამართლოს ბრძანებით, მოწმის გიორგი (გიგი) უგულავას მოყვანა გამოძიების წარმოების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს, 15:00 საათზე.  ბრძანების აღსრულება დაევალა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს.“-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხაებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100