თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ექიმი-ტრანსფუზიონისტის, მარინე ნოზაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
დამატებით დეტალები, მათ შორის, რა გართულებები ჰქონდა ექიმს, უცნობია.
რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 64 ადამიანი გარდაიცვალა, 4 098 კი გამოჯანმრთელდა
კომენტარი