სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლობა ქართულ რაგბს!

შაბათს, 10 მაისს, 19:30 საათზე „შტელცეს სახლში“ (მის: ერეკელე მეორეს მოედანი, 10) „საქართველოს რაგბის კავშირისთვის“ კომპანია „ნატახტარის“ ბონუსის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

„ნატახტარსა“ და რაგბის კავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ბონუსის მოცულობა 150 ათას დოლარს შეადგენს.

კომპანია „ნატახტარი“ მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის და საქართველოს ერვონული ნაკრების თითოეულ წევრს იმ თავდადებისთვის, რომელითაც ისინი იბრძვიან მოედანზე.

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტის განვითარება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი ქართულ რაგბს უკეთესი შედეგების მიღწევაში," - აცხადებს „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე ნიკოლაიშვილი.

ღონისძიებას დაესწრებიან კომპანია „ნატახტარის", სპორტის სამინისტროს, საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრებისა და ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100