სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2013 წლის Volkswagen CC – საუკეთესო კომფორტ კუპე ავტოექსპერტების შეფასებით

გამოკითხული ავტოექსპერტები 2013 წლის Volkswagen CC-ში გამოარჩევენ 1.8 ლ მოცულობის TSI ოთხცილინდრიან ტურბო ძრავს. ისინი აღნიშნავენ, რომ TSI ტექნოლოგიის პირდაპირი შეფრქვევის ძრავა ძლიერი და ამავდროულად ეკონომიურია.

განსაკუთრებით აღტაცებულები არიან მოდელის DSG ავტომატიზირებული მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით, რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარეების სწრაფ გადართვას და ამავე დროს ხელს უწყობს ეკონომიურ წვას.

ავტოექსპერტებს მოსწონთ CC-ს სპორტულობა და კომფორტი. ამბობენ,რომ ამ მოდელში თავს ყველაზე დაცულად გრძნობენ. ასევე აღნიშნავენ, CC-ს ძლიერ სამუხრუჭე სისტემას და რბილ საჭეს.

საავტომობილო პრესა ამბობს, რომ CC-ს სალონი არის საუკეთესო ადგილი სასიამოვნო და უსაფრთხო მგზავრობისთვის, რადგან ახალ 2013 წლის CC-ს ახლა უკვე 4–ის ნაცვლად 5 სავარძელი აქვს.

Volkswagen CC წარმოდგენილია თბილისის ავტოსალონში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი Test Drive–ით სარგებლობა.

იბერია ბიზნეს ჯგუფი–ფოლკსვაგენის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100