სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტოპ–მენეჯერები Facebook–ს ტოვებენ

Facebook–ის მთავარმა ინჟინერმა, ბრეტ ტეილორმა, კომპანიიდან წასვლა და საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

ახალ კომპანიას, რომლის სამუშაო სფეროც უცნობია, ტეილორი ქევინ გრიბსთან, Google–ის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტთან ერთად შექმნის.

ტეილორმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook–დან წამოსვლის შესახებ დაადასტურა.

„ვწუხვარ, რომ Facebook–ს ვტოვებ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობარ ქევინთან ერთად ახალი კომპანიის შექმნის საშუალება მეძლევა“ – განაცხადა ბრეტმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მარკ ცუკერბერგს მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის. Facebook–ის დამაარსებელმაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ტეილორთან ერთად მიღწეული შედეგებით კმაყოფილია.

ტეილორის მოვალეობებს მაიკ ვერნალი და ქორი ონდრეიკი გადაინაწილებენ.

TechCrunch–ის ინფორმაციით, კომპანიიდან წასვლის შესახებ განცხადებას, ძალიან მალე, კიდევ ერთი ტოპ–მენეჯერი გააკეთებს.

„ეს იმიტომ ხდება, რომ თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით, Facebook–ის აქციები ძალიან დაბალ ფასად მიჰყიდეს. ახლა კი მათ შეუძლიათ გაყიდონ ეს აქციები და გამდიდრდნენ“ – წერს TechCrunch.

შეგახსენებთ, 18 მაისს Facebook–მა NASDAQ–ის ბირჟაზე აქციები თითო 38 დოლარად გაიტანა. მას შემდეგ ფასი 21%–ით, 30 დოლარამდე დაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100