სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი: დღეიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრები იხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.

კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება.

საზღვრების გარდა, შეზღუდვა ეხსნება სარესტორნო ბიზნესსაც. რესტორნები და კაფე-ბარები სტუმრების მიღებას ამიერიდან შიდა სივრცეებში შაბათ-კვირასაც შეძლებენ. კვლავ სავალდებულო რჩება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვა .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100