სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიშვილი, თბილისში მარტო ცხოვრობდა - პეკინზე ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებული ქალის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

პეკინზე ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებული ქალის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ 3 წლის ბავშვზე თავდამსხმელი 51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიშვილია.ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის, მარეხ გოძიაშვილის ოჯახის წევრია.

დაკავებულის ოჯახის ახლობელები აცხადებენ, რომ საძაგლიშვილი თბილისში დროებით მარტო ცხოვრობდა.

მას ოჯახის წრვრებიდან მხოლოდ დედა ჰყავს, რომელსაც შეკვეთილში კერძო სასტუმრო აქვს.

„ვნახეთ კადრები და შოკში ვართ, არ ვიცით რა და როგორ მოხდა. ცხოვრობდა მშვიდად, არასოდეს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც მოხდა გუშინ, გვიჭირს საუბარი. თამარ საძაგლიშვილს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ძირითადად სახლში იყო და ხატავდა. სულ ეს არის, რის თქმაც შემიძლია", - აცხადებს ოჯახის ახლობელი ციური ჯიქიძე.

მეზობლების თქმით, საძაგლიშვილს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა შარშან მკურნალობა შეწყვიტა.

შეგახსნებთ, გუშინ პეკინის გამზირზე თამარ საძაგლიშვილი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მშობლების თვალწინ ცივი იარაღით სახეზე ჭრილობა მიაყენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100