გილაურმა ვარშალომიძისთვის ვერ მოიცალა...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უპირისპირდება. მისმა გამოსვლამ, პრემიერის წინააღმდეგ, ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც გააოცა, რადგან ვარშალომიძე დიოგენესავით მუდამ „კასრში“ იჯდა...
აჭარის „თავის“ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, თბილისთან შეთანხმების გარეშე საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას ვერ ახერხებენ. ვარშალომიძის თქმით, იგი ამ თემაზე გილაურს წერილებსაც უგზავნიდა, მაგრამ მისგან პასუხიც კი არ მიუღია...
რამ გამოიწვია ვარშალომიძის გაღიზიანება? როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ამბიციები მოეძალა... ექსპერტთა შეფასებით, ვარშალომიძეს უკვე აღარ აკმაყოფილებს ის უფლებები, რომელიც მას აქვს და ცენტრისგან მეტ დისტანციას ცდილობს...
თუმცა, როგორც ჩანს, ვარშალომიძეს მაინც მოუწევს შეეგუოს იმას, რომ საკვანძო საკითხების თბილისთან შეთანხმება მომავალშიც „დასჭირდება“, რადგან „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი არ აპირებს მას ამბიციები ბოლომდე დაუკმაყოფილოს.
მეტიც, ნიკა გილაური იმ სხდომასაც კი არ ესწრება, რომელზეც ლევან ვარშალომიძე, მთავრობის წევრებს თავის „გულისტკივილს“ აცნობს...
კომენტარი