ავარიას ბორჯომში 26 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის ბიჭი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოტოციკლით მშენებარე სახლს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი ბორჯომში დასასვენებლად იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.
კომენტარი