სკანდალი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეძრავს...
ნოდარ ახალკაცის დროს ფეხბურთში რომ დიდი მაფია ტრიალებდა, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს. დღეს ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც ამაზე საუბარს გაურბის, მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება. ახალკაცი ზვიად სიჭინავამ შეცვალა. ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ფედერაციის თანამშრომლები, სტრატეგია, ასევე გეგმები და სულ სხვა მიდგომა გაჩნდა ფეხბურთისადმი - ცუდი თუ კარგი, ეს უკვე სხვა საკითხია და ამას მომავალი გვიჩვენებს.
ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ კადრებს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა ახალია და არა ახალკაცისეული. მრავალ ჭირგადატანილ ფეხბურთის ფედერაციას ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ არველაძე შემორჩა.
თავის დროზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ არველაძეს ჩამოლაბორანტება ელოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ძმების ავტორიტეტმა თავისი მაინც გაიტანა. დღეს იგი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
ფედერაციაში, გარდა არველაძისა, ახალკაცის დროინდელი თანამშრომლები თითზე ჩამოსათვლელი თუ დარჩა, ოღონდ ჩამოლაბორანტებულ პოზიციაში. ერთ-ერთი ასეთი თამაზ ბოკერიაა, რომლის „საგმირო საქმეებზე“ დღეს მთელი ქართული საფეხბურთო სპექტრი საუბრობს, ოღონდ კულუარებში!
როგორც მას მეგობრები ეძახიან, თაზო ბოკერიას თავი ესტონეთი-საქართველოს მატჩის დროს „გამოუჩენია“. ერთ-ერთი ფეხბურთელი გვიყვება (გასაგები მიზეზების გამო ფეხბურთელის სახელს და გვარს არ ვასახელებთ), რომ საქართველო-ესტონეთის თამაშის დაწყებამდე ბატონი ბოკერია მსაჯებთან ასეთი მოთხოვნით მისულა, რომ ეს თამაში საქართველოს დამარცხებით უნდა დამთავრებულიყო.
რაში დასჭირდა თამაზ ბოკერიას მსაჯებთან ასეთი სახის შეთავაზება, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ამ ფაქტის თავისებური ახსნა აქვთ.
როგორც გვახსოვს, ქართველებმა ბოლო გოლით ესტონელებს ორით ერთი მოუგეს. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ზუსტად ეს გამხდარა მატჩის დამთავრების შემდეგ თამაზ (თაზო) ბოკერიას აღშფოთების მიზეზი.
ერთ-ერთი ფეხბურთელი გვიყვება, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ ბოკერია მსაჯებთან მისულა და უცენზურო სიტყვებით მიუმართავს, ანუ, როგორც იტყვიან, გვარიანად „უგინებია“. ბოკერიას მხრიდან მსაჯების ლანძღვის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგო, მსაჯებმა კი მისი დამარცხებისათვის ბევრი ვერაფერი მოიმოქმედეს.
გამოდის, რომ მსაჯები და არა მარტო მსაჯები, ბოკერიას სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ და საქართველომ ესტონეთთან მოიგო. როგორც გვიყვებიან, ბატონი თამაზის დაწყნარება ძალიან რთული გამხდარა.
„დრონი.ჯი“ ეცადა ეს საკითხი უფრო დეტალურად გაერკვია. ამიტომაც ეროვნული ნაკრების ძველი თაობის ფეხბურთელებს ესაუბრა. ისინი გარკვეული მიზეზების გამო ანონიმად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინციდენტი მართლაც მოხდა.
მათე ვაწაძე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: „მე ვთამაშობდი ესტონეთი-საქართველოს მატჩის დროს, თუმცა ამ ამბის შესახებ არაფერი მსმენია. ამ თემაზე არც ჩემს მეგობრებთან მისაუბრია და შესაბამისად, არც ის ვიცი, იციან თუ არა ეს ამბავი ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა“, – მართალია, გეწაძე ამას ამბობს, გამორიცხული არც ისაა, კონკრეტულად მან ამის შესახებ არც იცოდეს, თუმცა საფეხბურთო სფეროში თაზო ბოკერიას მიერ მსაჯების დაშინების მცდელობაზე ბევრი საუბრობს...
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამაზ ბოკერია ნოდარ ახალკაცის დროს ეროვნული ნაკრების მენეჯერი იყო. ზვიად სიჭინავას გაპრეზიდენტების შემდეგ კი იგი ჩამოაქვეითეს და კლუბ „ზესტაფონის“ მენეჯერი გახდა.
შესაძლებელია, ესეც ყოფილიყო იმის მიზეზი, რაც ბოკერიამ ესტონეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ გააკეთა.
ვეტერანი ფეხბურთელები კი შემდეგ ვარიანტებს განიხილავენ, რომ ბოკერიას მოტივი შესაძლებელია ჩამოქვეითება ყოფილიყო. ან სულაც ახალკაცის პერიოდს მისტირის და გაუცნობიერებლად გააკეთა ის, რაც გააკეთა. ყველაზე რეალურად კი შემდეგი ვერსია განიხილება. თამაზ ბოკერიას შესაძლებელია ახალკაცთან შეთანხმებით საქართველოს ნაკრების ახლადდანიშნული მწვრთნელის ავტორიტეტის დისკრედიტაცია ჰქონდა განზრახული.
როგორც ვიცით, თემურ ქეცბაიასთვის საქართველო-ესტონეთის ამხანაგური შეხვედრა პირველი ჩატარებული მატჩი იყო. შესაძლებელია ზუსტად აქაა დამარხული ძაღლის თავი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოკერია ახალკაცის კადრი იყო, ეჭვი უფრო ღრმავდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბოკერიას ახალი მწვრთნელის ავტორიტეტის დისკრედიტაცია სურდა.
წაგებული მატჩის შემდეგ ბოკერია ორ კურდღელს იჭერდა. ერთი ის, რომ ქეცბაიას ავტორიტეტს მიაყენებდა ჩრდილს. მეორეც – ფეხბურთის ფედერაციასაც თითს დაუქნევდნენ, თან სერიოზულადაც.
ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: "მე პირადად არ შევსწრებივარ ბოკერიასა და მსაჯებს შორის მომხდარ ინციდენტს, თუმცა ამის შესახებ მითხრეს და საქმის კურსში ვარ. ჩემი აზრით, ბოკერიას მოქმედებას ერთი ახსნა აქვს, მას უნდოდა რაც შეიძლება ბევრი და მწვავე საყვედური მიეღო ფედერაციის ხელმძღვანელობას და არა მარტო ხელმძღვანელობას".

„დრონი. ჯი“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავასაც ესაუბრა: „ახლახან ჩამოვედი ისრაელიდან, „უეფას“ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. ამიტომ ასეთი ინფორმაცია არ ვიცი. ჯერჯერობით მაგ საკითხზე არც თამაზ ბოკერიასთან მისაუბრია. ისე, საინტერესოა, რას მეტყვის... ჯერ არ გამიგია ამ ინციდენტის შესახებ. თუმცა ძალიან ცუდი და სამწუხაროა, თუ ეს მოხდა. ნამდვილად ვწუხვარ“.
ამ კომენტარიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ სიჭინავა მომხდარს არ გამორიცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ხაზგასმით იტყოდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
თემურ ქეცბაია ამჟამად მოსკოვში ლოკომოტივი-სპარტაკის შეხვედრაზე იმყოფება. ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. შესაძლოა მან იცის კიდეც ბოკერიას და მსაჯების შეხლა-შემოხლის ამბავი...
ვიცით, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, მაგრამ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელები არიან... ამ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა რას იტყოდა ამ სკანდალის მთავარი გმირი, თავად თამაზ ბოკერია, თუმცა მან ყურმილი არ აიღო და არც ჩვენს მიერ გაგზავნილ „მესიჯებს“ უპასუხა. თხოვნის მიუხედავად, ბოკერიამ ტელეფონზე არ გვიპასუხა. ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ: „ქურდს ქუდი ეწვისო“.

პ.ს: "დრონი.ჯი" ინფორმაციით, თაზო ბოკერიასა და მსაჯების შეხვედრა 3 მარტს, "ქორთიარდ მარიოტში" შედგა. თუ ამ ფაქტით გამოძიება დაინტერესდა, იმედია გამოძიებას, "მარიოტის" ადმინისტრაციისგან 3 მარტის ვიდეო–ჩანაწერის ამოღება არ გაუჭირდება.
ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი