რა საფრთხეს უქმნის კაცის ჯანმრთელობას არასწორად შერჩეული ქვედა საცვალი?
მეცნიერები მამაკაცებს ქვედა საცვლების შეძენისას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, რადგან ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.
მაგალითად დასავლეთში ძალზედ პოპულარული აბრეშუმის ტრუსები შესაძლოა ინტერტრიგინოზული დერმატიტის განვითარების მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება ტანზე მოჭერილ ტრუსებს ისინი საფრთხეს უქმნის რეპროდუქციის ფუნქციას.
სპეციალისტთა განმარტებით მამაკაცებისთვის ოპტიმალური ვარიანტია ფართო, ნატურალური ნაჭრისგან შეკერილი ტრუსები, რომელთა შიგნითაც ჰაერი თავისუფლად იმოძრავებს.
კომენტარი