"რისიც ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა უკვე მოხდა" - გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი
"რისიც ყოველთვის ყველაზე მეტად მეშინოდა უკვე მოხდა, ამიტომ არაფრის აღარ მეშინია! და ესეც შენი დამსახურებაა", - წერს გივი ბერიკაშილის შვილიშვილი და მსახიობის ბიუსტთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, სახალხო არტისტი, გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში 10 აპრილს გარდაიცვალა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" მსახიობის ბიუსტი 18 მაისს გაიხსნა. სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ შექმნა. ქანდაკება, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
კომენტარი