"გასწავლი, ესეც ინგლისური ხომ არაა" - ნათელაშვილის ინგლისურზე მისი ცოლიც ხუმრობს
შლვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ფეისბუქზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
თურქეთის
აეროპორტში
მებაჟეს პასპორტები გავუწოდეთ, ჩახედა და გვითხრა:
_ მუჭო რეთი, მა ვორექ ლაზი!. ( როგორ ბრძანდებით, მე ლაზი ვარ!)
_ ჯგირო ვორეთი ( კარგად ვართ) _მეც ვუპასუხე გაოცებულმა და ჩვენ კარგა ხანს ვისაუბრეთ სიყვარულით და მონატრებით, ჩვენს საერთო ტკივილზე, "საქორთუოზე"
(საქართველოზე).
შალვა იდგა თვალანთებული. მიხვდა, რომ ჩემთან საუბარი განსაკუთრებულად
უხაროდა ამ ახალგაზრდა ადამიანს და ინტერესით გვიცქეროდა.
_ ხომ გეუბნებოდი, შენც ისწავლე მეგრული-მეთქი. აი, თუ არაა მასშტაბური ჩვენი დიალექტი. ჩვენ ყველგან ვართ და ვართ ძალიან ბევრი. საქართველო მხოლოდ ტერიტორია ხომ არაა, საქართველო ყველგანაა, სადაც ამისთანა მერცხალბიჭუნა -გოგონები ცხოვრობენ და აზროვნებენ "ქორთულო" ( ქართულად) და აცოცხლებენ მარადერთიან ქართულ სივრცეს...
მივხვდი, რომ შალვას ყელში ბურთი გაეჩხირა, ხმას ვერ იღებდა. ცოტა ხნის შემდეგ, მითხრა:
_ რა ცუდია, რომ ჩვენი ბებო ცოცხალი აღარაა, შეგიძლია მასწავლო მასავით? მახსოვს როგორ მიწერდა ქაღალდზე. ისე, ცოტა მეც ვიცი. ჩვენ შვილებს მან ასწავლა, თორემ შენი იმედით არც ეცოდინებოდათ, თავიც არ შეგიწუხებია.
_ გასწავლი, ესეც ინგლისური ხომ არაა მეგრელებმა რომ დაგცინონ. შენს გამოთქმებს სიყვარულით მიიღებენ, იცოდე, _ შევპირდი და სიტყვას ხომ არ გადავალ. ახლა ვზივარ და ვწერ მთავარ სიტყვებს :
მიორსი( მიყვარს), მჯოგუ ( მძულს), სკვამი ( ლამაზი), გური ( გული) და ა.შ
ამ წერა-წერაში კი, ლაზი ახალგაზრდის სახე არ მცილდება. სასაზღვრო ზონას გამოცდენილებს, საცხადოდ გამოტანილი თბილი გრძნობებით რომ მიგვაცილებდა მისი მუდამ სევდაჩამდგარი ქართული თვალები...
კომენტარი