ლევან ჯიბღაშვილმა უმძიმესი დანაშაული აღიარა - რამდენი წელი მიუსაჯა სასამართლომ მსახიობს
არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
როგორც ირკვევა, ჯიბღაშვილს 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მსახიობს ფულადი ჯარიმაც დააკისრეს.
ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.
კომენტარი