სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ფადი ასლის კრიტიკა ბინადრობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია"

,,ფადი ასლის კრიტიკა ბინადრობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია". როგორც წესი, უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან არა მარტო და არა იმდენად ბინადრობის ფინანსური ცენზის მიხედვით, არამედ მთლიანად როგორია ბიზნესგარემო რამდენად არის ქვეყანაში საამრთლებრივი ფონი , რამდენად არის შესაძლებელი რესურსების გამოყენება ბიზნესის გასაკეთებლად და მთელი რიგი ასპექტებით.

ბინადრობის უფლებას ერთ- ერთი არა ერთადერთი ფუნქცია აკისრია ბიზნესით დაინტერესებისას, ამიტომ ლაპარაკი იმაზე ,რომ ამ ცენზის გაზრდა ინვესტორებს დააფრთხობს ეს ცოტა გადაჭარბებულია, და არასწორია. სულ ახლახანს ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო რეიტინგით მეექვსე ადგილზე მოხვდა და გადაუსწრო აშშ-საც ეს ნიშნავს,რომ ნდობა ქართული სამართლებრივი გარემოსადმი ბიზნესის წამოწყების კუთხით არის საკმაოდ მაღალი, ფასდება საქართველოში არსებული მდგომარეობა რომ ეს არის ბიზნესისთვის საინტერესო სასარგებლო და რაც მთავარია უსაფრთხო.- განაცხადა სოსო არჩვაძემ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ „ბინადრობის შესახებ“ კანონპროექტს სულელური უწოდა და განაცხადა, რომ ცვლილებები, რომელიც ამკაცრებს საქართველოში ბინადრობის უფლებას, ინვესტორებს დააფრთხობს, საქართველოს კი კონკურენტუნარიანობას დუკარგავს. მაგალითად სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა პორტუგალია მოიყვანა,სადაც ბინადრობის უფლების მიღება 5 წლით 400 ათას ევროდაა შესაძლებელი . ახალი კანონპროექტით, ბინადრობის უფლების მისაღებად უცხოელს 35 ათას დოლარის ღირებულების უძრავის ქონების ნაცვლად მოეთხოვება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, ინვესტიციის შემთხვევაში ბინადრობის უფლების მიღება კი 300 ათასი ლარის ნაცვლად, 300 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იქნება აუცილებელი.

ექსპერტები ფადი ასლის მოსაზრებას არ იზიარებენ და ამბობენ,რომ პორტუგალიის მაგალითის მოყვანა ამ შემთხვევაში არ გამოდგება. „ ამ შემთხვევაში საქართველოს და პორტუგალიის შედარება არ გამოდგება, პორტუგალიას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აწუხებს, ეს სახელმწიფო მთლიანად რომანულ-ლათინური კულტურულ სივრცეში მდებარეობს, ამიტომ ვინც აბანდებს ინვესტიციას პორტუგალიაში, ის პორტუგალიის შიდა ბაზრით ინტერესდება,ხოლო ჩვენთან ბაზრის სიმცირის გამო მთავარი აქცენტი გამოყენებული აქვთ იმისათვის,რომ საქართველო გამოიყენონ,როგორც პლაცდარმი,როგორც ჰაბი იმისათვის რომ შექმნან ხელსაყრელი პირობები სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად. ეს არსებითი განსხვავებაა.“- განაცხადა სოსო არჩვაძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100