სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ განუცხადა, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ის ამჟამადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.


მისივე ინფორმაციით, მამაკაცს მარცხენა ბეჭის არეში აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა.

”გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გუშინ, 23.20 საათზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა აღენიშნებოდა მარცხენა ბეჭის არეში. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ამჟამადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია”, - განაცხადა თეა თავართქილაძემ

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100