სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

სტრატეგიული პარტნიორობის, მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის, სავაჭრო-სატრანსპორტო ურთიერთობების გაღრმავებისა და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ--მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო, კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმები. მისივე თქმით, აზერბაიჯანი სატრანსპორტო--ენერგეტიკული მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.

მხარეებმა ბაქო--თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სატესტო მატარებლის გავლა, პროექტი საბოლოოდ 2015 წელს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100