სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოვიცლი მე თქვენთვის, პირობას გაძლევთ ამას ასე არ დავტოვებ" - ზურა ხაჩიძე და ცნობილი სახეები გაზრდილ საბანკო სესხზე

მომღერალმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მწვავე სტატუსი დაწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ზურა ხაჩიძეს “საქართველოს ბანკმა” სესხზე პროცენტი გაუზარდა და ამის შესახებ წინასაახალწლოდ ესემესის მეშვეობით ამცნო.

კომენტარებიდან გაირკვა, რომ პროცენტები გაეზარდათ, შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც.

"საქართველოს ბანკი მოვიცლი მე თქვენთვის და გაჩვენებთ მცოცავ და მხოხავ პროცენტს - მაცადეთ ცოტა ხანს!!!(რა დროს ეს მესიჯია თქვენ კარგად ხართ?!) საქართველოს ბანკი • Bank of Georgia"


"პირობას გაძლევთ ამას ესე არ დავტოვებ და ბოლომდე მივიყვან ამ ბანკების თარეშს!!!" - წერს ზურა ხაჩიძე.

საქართველოს ბანკი მოვიცლი მე თქვენთვის და გაჩვენებთ მცოცავ და მხოხავ პროცენტს - მაცადეთ ცოტა ხანს!!!(რა დროს ეს მესიჯია თქვენ კარგად ხართ?!) საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100