სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Google-მა სამ წუთში 2011 წლის მსოფლიო აჩვენა (ვიდეო)

კომპანია Google-მა 2011 წლის ბოლოს ტრადიციულად, გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც მოხვდა zeitgeist–ის ანგარიში იმის შესახებ, თუ რა მოვლენები იყო მსოფლიოში ყველაზე აქტუალური 2011 წლის იანვრიდან ნოემბრის ბოლოს ჩათვლით.

ვიდეორგოლში რეზონანსული მსოფლიო ამბები მოხვდა: არაბული რევოლუციები ეგვიპტეში, ტუნისში, სირიაში, ლიბიაში, მასობრივი გამოსვლები საბერძნეთში, ამერიკული სპეხრაზმის მიერ უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, ცუნამი იაპონიაში, წყალდიდობა ბრაზილიაში.

არაპოლიტიკური მოვლენებიდან ინტერნეტის მომხმარებელთა ყურადღება, რაღა თქმა უნდა, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილმა მიიპყრო.

ვიდეორგოლში ამ წელს გარდაცვლილი ცნობილი პირებიც მოხვდნენ: ელიზაბეტ ტეილორი, სტივ ჯობსი, ენდი რუნი და სხვები.

Google-ის ვიდეორგოლის მიხედვით, წლის ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენებს შორის ნასა–ს რამდენიმე პროექტი და აშშ–ის ტერაქტების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი რიტუალებიც მოხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100