სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ვანო ჩხარტიშვილს უჩივის

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ივანე(ვანო) ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"უკანასკნელი დროის განმავლობაში, მასმედიაში დაფიქსირდა კითხვები და სპეკულაციები ბატონი ვანო ჩხატიშვილის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო სარჩელების შესახებ. შემდგომი ვარაუდებისა და ჭორების აღსაკვეთად ვადასტურებთ, რომ ნამდვილად გაგვაჩნია მნიშვნელოვანი პრეტენზიები ბატონი ჩხარტიშვილის მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსა და დასავლური სასამართლოების აქტიური განხილვის საგანს.

სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვემართა აღნიშნული ქმედებებისათვის, რადგან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მრავალჯერადი ცდა უშედეგო გამოდგა.

დარწმუნებული ვართ, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს, როგორც ეს მოხდა ჯოზეფ ქეის შემთხვევაში.

მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ვთვლით გავაკეთოდ რაიმე დამატებითი კომენტარი ვიდრე არ მივიღებთ სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებებს", - აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100