მეწყერში მოყოლილი ავტომობილები და შენობები, მოგლეჯილი ხეები - რა ხდება ამ დროისთვის შოვში - ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა გრძელდება. სტიქიის ზონიდან ორასზე მეტი მოქალაქეა ევაკუირებული, 25 მოქალაქესთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჯარიც. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 11 მსხვერპლი ჰყავს. შოვში მუშაობს "ინტერპრესნიუსს“ გადამღები ჯგუფი, თუმცა მედიას უშუალოდ სტიქიის ზონასთან მიახლოების შესაძლებლობა არ აქვს. გთავაზობთ სააგენტოს ფოტორეპორტიორის, გიორგი ნიკოლიშვილის, ფოტორეპორტაჟს, რომელიც სტიქიის ზონის სიახლოვეს შექმნილ ვითარებას ასახავს.
კომენტარი