ნიკა მელია საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ნიკა მელიამ ხმა ხმა მთაწმინდაზე მეექვსე უბანზე მისცა. ის საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
„მე არ მგონია, რომ დარჩა მოქალაქე, რომელიც ვერ აცნობიერებს მნიშვნელობას ამ არჩევნებისა. ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქე გამოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც გაანეიტრალებს „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა გაყალბების სქემას. მუშავდება რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სქემა გაყალბების, თუმცა თუ მაღალი აქტივობა იქნება ვერც ერთი მილიონი, ვერც ერთი მილიარდელი და ვერანაირი გაყალბების მეთოდი ვერ იქნება წინააღმდეგობაში მოსული ხალხის ნებასთან,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარი