23 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი - დღეს არაერთხელ გამოგადგებათ სითამამე და გულღიაობა. თამამად იმოქმედებთ წუთიერი სურვილების გავლენით. ნაკლებად შესაფერისი მომენტია თანაბარუფლებიანი დიალოგისთვის, ოჯახში ურთიერთობის გარკვევისთვის ან საქმიანი ვალდებულების განაწილებისთვის. მიდრეკილება გექნებათ ეგოისტური საქციელისკენ და პირველ ადგილზე საკუთარ მოთხოვნილებებს დააყენებთ.
კურო - მიმდინარე პრობლემების მოგვარებას ნუ გადადებთ. გამოიჩინეთ ოპერატიულობა, სწრაფად შეაფასეთ გარემოება და აირჩიეთ სიტუაციის შესაფერისი ტაქტიკა. გაგიჩნდებათ ფარული საქმეები და გეგმები, თუმცა გაგიჭირდებათ მათი საიდუმლოდ შენახვა. გამონახეთ ადამიანი, რომელსაც უშიშრად გაუზიარებთ საკუთარ სურვილებს და ჩანაფიქრებს, ამგვარად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს.
ტყუპები - შეძლებთ გადაუდებელი საქმეების ერთი ამოსუნთქვით შესრულებას. დავალებები, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ ფიქრს, მეთოდის დაკვირვებით არჩევას და ვარიანტების შერჩევას, გადადეთ ხელსაყრელი მომენტისთვის. თქვენი სურვილების შესრულების ალბათობის შემცირებისას კი მათზე უარი თქვით. მეგობრებში ნუ დაეჭვდებით.
კირჩხიბი - დღეს გადაწყვეტილებას მიიღებთ მოულოდნელი საქმიანი ან შემოქმედებითი ენთუზიაზმის გავლენით. თქვენი მიღწევების ხარისხზე ნეგატიურად აისახება ზუსტი გეგმის უქონლობა. საჭირო შედეგებს მიაღწევთ, თუმცა გაგიჭირდებათ მისი შენარჩუნება. მოერიდეთ შრომატევადი ამოცანების არჩევას, რადგან მათი რეალიზებისთვის არ გექნებათ ენერგია ან მოთმინება.
ლომი - დღეს თქვენი ენთუზიაზმი იმდენად ბუნებრივი იქნება, რომ გაგიჭირდებათ მისი არ გათვალისწინება. ადვილად მოძებნით თანამოაზრეებს იდეოლოგიურ ან პოლიტიკურ ბრძოლაში, მოძებნით დამხმარეებს პროფესიულ საქმიანობაში, გაზრდით თაყვანისმცემლების რიცხვს. მოერიდეთ ფულს ან სხვა პრაქტიკულ მოგებაზე ხშირად ფიქრს. დაეყრდენით შემართებას.
ქალწული - დღეს თავადაც გაოცდებით საკუთარი სითამამით. მეტად მტკიცე და უკომპრომისო იქნებით დღის პირველ ნახევარში, ჩაიდენთ ძალიან გაბედულ და სარისკო საქციელს, არ იფიქრებთ შესაძლოა დამანგრეველ შედეგებზე. არ აჰყვეთ ემოციებს და პროვოკაციებს, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებით მკაცრი ზომების აუცილებლობაში.
სასწორი - დღეს გაგიჭირდებათ გარშემომყოფებზე ზემოქმედება ავტორიტეტით ან რაციონალური დასკვნებით. თქვენ გვერდით მყოფები იხელმძღვანელებენ წუთიერი ემოციებით და არა სხვების რჩევებით. ცოლ-ქმრული ან საქმიანი კავშირის შენარჩუნებისთვის არ შეზღუდოთ მეორე მხარის ინიციატივა, მას თამამი, იმპულსური და მიზანსწრაფული მოქმედების ნება მიეცით.
ღრიანკალი - ოფისში საბრძოლო ატმოსფერო იქნება. მზად იყავით საფრთხეზე. უფროსობის თხოვნა მიიღეთ ბრძანებად. ამგვარად დაიმსახურებთ ქებას შრომისმოყვარეობის და დაკვირვებულობის გამო. ახალი ემოციური სამყაროს აღმოსაჩენად დრო არ დაგრჩებათ.
მშვილდოსანი - დღეს დაეჭვდებით საკუთარ გრძნობებისა და შემოქმედებით შეხედულებაში, რაც გამოიწვევს ცალმხრივ ურთიერთობას. ნებისმიერი ამოცანის ამოხნას მიუდექით შემოქმედებითად. ნუ შეუშინდებით ჩვეული შტამპებისგან გათავისუფლებას.
თხის რქა - დღეს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებთ, რაც სავსებით მოსალოდნელია, თუ ოჯახი თქვენ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ვერ შეძლებთ საიდუმლოს დაფარვას და ოჯახის წევრებს გეგმის ნაწილს გააცნობთ. გამოიჩინეთ აკურატულობა და ხშირად დაისვენეთ, რადგან ნაკლებად შესაფერისი დღეა მაღალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვისთვის.
მერწყული - კარგი დღეა მოკლე გადაადგილების და მოსაზრებების გაცვლისთვის. საკუთარ ცოდნას ნუ დაფარავთ, სიახლეები სწრაფად ძველდება, და სენსაცია საღამოს ჩვეულ ამბად გადაიქცევა. ამა თუ იმ ადამიანის ახლოს გაცნობისთვის არ დაკარგოთ დრო და საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა, რადგან პოტენციური მეგობარი სწრაფად გაქრება თვალთახედვის არედან.
თევზები - დღეს შეუძლებელი იქნება კომფორტული არსებობა. იმისათვის, რომ ყველფერი მოასწროთ, აქტიურობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ნაკლებად შესაფერისი მომენტია მნიშვნელოვანი გეგმების მისაღებად, რადგან ისინი გამოირჩევა დაუფიქრებლობით და დაუდევრობით. მოერიდეთ შოპინგით გატაცებას და კვებასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს.
კომენტარი