სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღაზას სექტორიდან ისრაელი „გრადებით“ იბომბება

შაბათს, ღამით გაგრძელდა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა ღაზას სექტორიდან. ამის ტაობაზე ისრაელიდან რადიო „თავისუფლების“ რუსული გამოცემის კორესპონდენტი, ელა კოტლერი იტყობინება. ქალაქ ოფაკიმაში ცოტა ხნის წინ ოთხი, „გრადის“ ტიპის რაკეტა აფეთქდა. ერთ-ერთი მათგანი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. სამი დაჭრილიდან ორი ბავშვია: ოთხი თვის ჩვილი და 9 წლის გოგონა. ამ დრომდე გრძელდება ქალაქ ბერ-შევის მასირებული დაბომბვა, ღაზას სექტორიდან ამ ქალაქის მიმართულებით, მინიმუმ, 12 „გრადის“ რაკეტაა გაშვებული. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიჭრა 10 ადამიანი, ერთი დაჭრილი კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100