ნიკა ქაცარიძემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა - რა ინფორმაციას აჟღერებს მსახიობის მეგობარი
მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირა გავიდა. მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ის სიკვდილზე ხშირად საუბრობდა.
პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი: „იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო. ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც. ვუთხარი, მოდი, 8 იანვრისთვის გადავდოთ-მეთქი. არაო, მიპასუხა, მინდა, ყველანი დღეს გნახოთო. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ…“
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ირაკლი სანაია: „ხშირად ამბობდა, ბიჭებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ, არ ვიცით, ვინ როდის წავალთ ამქვეყნიდანო. დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა, ირაკლი, ასე მგონია, მალე მოვკვდებიო, მაშინ გავბრაზდი, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი…“
ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 43 წლის გახლდათ. მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.
კომენტარი