სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში, სააბაზანოში ქალის ცხედარი ნახეს

რუსთავში უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში, ლეონიძის #14 საცხოვრებელ კორპუსში.

ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 84 წლის ქალი გარდაიცვალა. მისი შვილი კი საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია სახელდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე 1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100